გიორგი ვაშაძე – მადლობა მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე ღირსეულად იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

დღეს, საქართველო არის ერთიანი. ამ შენობის გარეთ ახლაც ათასობით ადამიანი დგას და მათ მინდა მადლობა ვუთხრა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თმით, ის მადლობელია ყველა იმ ახალგაზრდის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღირსეულად იცავს.
„თქვენ ხართ იმედი, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ ხართ ის ღირსება, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ხედავს. მსოფლიო აღფრთოვანებულია იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი დღეს საქართველოში აჩვენებს. ეს ისმის ყველა ევროპულ დედაქალაქში, ისმის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა მხარს უჭერს ჩვენ ქართველ ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, როდემდე აპირებენ, არ მოუსმინონ ხალხს.
„დაფიქრდით, უბრალოდ, ნუთუ დარჩა ვინმე ამ ქვეყანაში, ვინც კიდევ უნდა გითხრათ, რომ მოეგოთ გონს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ