გიორგი ვაშაძე – აშშ-ს ელჩის განცხადება პირდაპირ მკაფიო გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის – რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ, განვითარების გზას ვადგავართ ამერიკასთან, ევროპასთან ერთად, თუ ჭაობის გზას ვირჩევთ

აშშ-ს ელჩის განცხადება პირდაპირ მკაფიო გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის- რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ, განვითარების გზას ვადგავართ ამერიკასთან, ევროპასთან ერთად, თუ ჭაობის გზას ვირჩევთ, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი -ს ელჩის განცხადებას საქართველო-ამერიკის პარტნიორობაზე.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.
„თუ 26 ოქტომბერს ხელისუფლება არ იცვლება, დაივიწყეთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან. ვცვლით ხელისუფლებას, ვიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. არ იცვლება ხელისუფლება? ვიქნებით კატასტროფულ სიტუაციაში, ფაქტობრივად, გარე სამყაროსგან იზოლირებული. ამას დაემატება ის, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება ევროკავშირთან, მილიარდ ნახევარს, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ დოლარის სახით, არ მივიღებთ. ამიტომ, ეს განცხადება, რომელიც გააკეთა ქალბატონმა ელჩმა პირდაპირ მკაფიო გზავნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის – რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ, განვითარების გზას ვადგავართ ამერიკასთან,ევროპასთან ერთად, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ვხდებით, თუ ჭაობის გზას ვირჩევთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რაზე მიუთითებს ფაქტი, რომ გამოქვეყნებული მაჩვენებლებით, აშშ-ს მხრიდან ვიზის გაცემის მხრივ საქართველოზე წინ არის ავღანეთი და , ვაშაძე პასუხობს, რომ ეს „ქართული ოცნების” ხელისუფლების გამო ხდება.
„ქართული ოცნება”, ეს მავნებელი პოლიტიკური დაჯგუფება რომ არის ხელისუფლებაში ამიტომ ხდება ეს ყველაფერი.2020 წელს ხელისუფლება რომ შეგვეცვალა, მე პირადად მქონდა არაერთი საუბარი ვაშინგტონში, დღეს თქვენ უვიზოდ ივლიდით ამერიკაში“, – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ვიდრე „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში იქნება, ურთიერთობები უფრო და უფრო გაუარესება.
„სანამ „ქოციანობა“ იქნება ამ ქვეყანაში, სანამ ბიძინიზმი იქნება ამ ქვეყანაში, მანამდე ჩვენ უვიზოდ ამერიკაში ვერ წავალთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება, თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს, როგორც მტერს“.

ასევე დაგაინტერესებთ