გიორგი გახარია – გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი – არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რათა მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით

მთავარი მიზანია ამ ს წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და .
როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მოკლე დრო იყო იმისთვის, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო.
„გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი, რომელიც ქართულ ენაზე მოსაუბრე მინახავს. მახსოვს, მისი ძლიერი პოზიციონირება, როგორც ეკონომიკის მინისტრის. აქაც დროის თემა იყო. ძალიან მოკლე დრო იყო. მოგეხსენებათ წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში, არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რომ მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით“,- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიამ ისაუბრა ქობულიას მიერ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ქობულიამ განაცხადა, რომ შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ერთ-ერთ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ მისი პოზიცია, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ „ეს შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო“.
გახარიას თქმით, გიორგი ქობულიასთან ერთად გადაწყვიტეს, რომ მომავალში ითანამშრომლებენ.
„ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ეს შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო, მაგრამ კომპლექსურად მთავარი არის ის, რომ გიორგი დიდხანს არ ცხოვრობდა საქართველოში და ის სპეციფიკა, რაც არის შიდა პოლიტიკურ ველში, მოკლე პერიოდში საარჩევნოდ ეს იყო სერიოზული რისკი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომავალში ვითანამშრომლებთ.
როდესაც საკმაოდ მძიმე ბრძოლის წინ შენ ხარ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელსაც სერიოზული მისია და ამბიციები გაქვს, ვერ გამოდის ისე, რომ ყველა იყოს ბედნიერი. ხანდახან გამოდის ისე, რომ ადამიანები ნაწყენები რჩებიან. მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად. თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური და მასზე უკეთეს ეკონომისტს ან ანალიტიკოსს საქართველოში ვერ ვიპოვით, ისევ როგორც მიშა დაუშვილი იქნება იდეალური და მასზე უკეთესს სპიკერს და სისტემურად მოაზროვნე ადამიანს ვერ ვიპოვით, მაგრამ ხლა ამოცანაა მოვიგოთ არჩევნები. სხვა ამოცანები შემდგომ გაიხსნება“,- განაცხადა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“