გია ხუხაშვილი – ბიძინა პუტინს ეთანხმება

ბიძინა პუტინს ეთანხმება, იმავე ჭკუაზეა, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებაზე ს სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს დაპირებებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააჟღერა, რადგან მან ანტიდასავლური რიტორიკა გამოიყენა, რაც ძალიან სახიფათოა.
ს თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა „ხალხი მიშასგან გაათავისუფლა და ახლა თვითონ არის მიშა“.
„შოკირებული ვარ მისი გამოსვლით, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მე ვიცნობდი. გარკვეულწილად შემებრალა კიდეც, რადგან აშკარად ჩანს, რომ სიტუაციის მძევალია. მსგავსი რაღაცები ჩვენ პუტინისგან მოგვისმენია, როდესაც ის რუსეთში სუვერენულ დიქტატურას ამყარებდა.
ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად სკანდალური განცხადება ჰქონდა. უარყოფით კონტექსტში საერთოდ არ განუხილავს და პარტნიორების 80% როგორც „აგენტი“ ისე მოიხსენია. ადრე ჩემს თვალში ის აბსოლუტურად პროდასავლელი იყო. დღეს ის სულ სხვა ადამიანია.
მის გამოსვლაში ისე ჩანდა, თითქოს დასავლეთმა დაგვაკარგვინა ტერიტორიების 20%. ეს დაწერილი სცენარია, რომლითაც მას სურს, ქვეყანა წაიყვანოს. რომელიმე რუსულ არხზე გადართეთ და ნახავთ, რომ ლავროვისა და პუტინის ნალაპარაკებს სიტყვა-სიტყვით იმეორებს. ბიძინა პუტინს ეთანხმება, იმავე ჭკუაზეა, ეს არის პრობლემა.
ბიძინა ივანიშვილის რომელი პირობა ნახეთ შესრულებული? ხალხი მიშადან გაათავისუფლა და ახლა თვითონ არის მიშა. რა მნიშვნელობა აქვს რა ილაპარაკა, დაპირებები მაინც არ შესრულდება. ერთადერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ანტიდასავლური რიტორიკა იყო, ეს არის ძალიან სახიფათო“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.