გია ვოლსკი – სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომა ხდება – საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო

სიტყვა „არასამთავრობო ორგანიზაცია“ არის „watch dog“-ი, ანუ „მაყურებელი ძაღლი“, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ გადაცდომის რაიმე დაშვება ხდება – რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან დიდი ხანია გამოვიდა და იმსახურებს იმას, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უცხო არაფერია და “უცხოეთში, ყოველ შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, თუნდაც სხვა ქვეყნებში, არის მთავრობებისგან დაფინანსებული”.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, წინასწარი გათვლებით, არასამთავრობოების დასაფინანსებლად, 200 მილიონამდე არის აუცილებელი.
“სიტყვა “არასამთავრობო ორგანიზაცია” არის “watch dog”-ი, ანუ “მაყურებელი ძაღლი”, რომელმაც უნდა უკბინოს კონკრეტულ სამიზნეს, თუკი იქ რაიმე დაშვება ხდება გადაცდომის. რასაკვირველია, საქართველო ამ პერიოდიდან დიდი ხანია გამოვიდა და იმსახურებს იმას, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო – კორუფციიდან დაწყებული განათლების თემებით დამთავრებული, საპარლამენტო, სამთავრობო საქმიანობა, მაგრამ საკვირველია, ეს კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს მდგომარეობის გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას.
წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და მერე უნდა გაიზარდოს ეს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომელიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“