გერმანია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას განაახლებს

გერმანია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას განაახლებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა და განვითარების სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
გერმანიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიერ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ისრაელს მტკიცებულებები, რომ სააგენტოს თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.
გერმანიის სამინისტროებმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მოუწოდეს, რომ საგამოძიებო ჯგუფის რეკომენდაციები სწრაფად განახორციელოს.
„ამ რეფორმების მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობა ძალიან მალე ღაზაში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს, როგორც ეს ავსტრალიამ, კანადამ, შვედეთმა, იაპონიამ და სხვა სახელმწიფოებმა უკვე გააკეთეს“, – ნათქვამია სამინისტროების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მინდა ივანიშვილს ვკითხო: სად არის დანგრეული, შენ მიერ განადგურებული „ლაგუნა ვერეს“ პლაკატი? სად არის გავერანებული ანაკლია, რომელიც დაბომბილს ჰგავს? – უკრაინის პლაკატების ჩვენება არის საქართველოს სამარცხვინო ისტორია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს