განათლების მინისტრი ჟურნალისტს – დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა

დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა, – ასე მიმართა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტს.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, მისი მოხსნის შესახებ „ფორმულას“ ინფორმაცია „ფეიკია“.
„გამალებით, ძალიან, ძალიან სანდო წყარო გყავდათ, მეგონა, რომ ეს წყარო ჩემი ან პრემიერის კაბინეტში იჯდა და მყისიერ გადაწყვეტილებას თქვენ გაწვდიდათ. 3 კვირის განმავლობაში მომხსენით, თან არ ჩერდებოდით, ჰაერიდან, რაღაც ჩასუნთქულ ამბავზე. რა პასუხი უნდა გამეცა, რომ არა, არ მხსნიანო? სასაცილოა უბრალოდ, მერამდენე „ფეიკით“ თქვენს სიტყვას დაუკარგეთ ძალა. საზოგადოებამ ისედაც იცის, თქვენი „ნიუსების“ 99% რომ მოგონილია და რეალობას არ შეესაბამება, აგერ დასტურდება, ერთი თვე გავიდა და ვდგავარ ფეხზე. დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა“, – განაცხადა ამილახვარმა.