გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც 2400 და 9600 ლარს და მეტ ხელფასს იღებს

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით ივნისში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც 2400 და 9600 ლარს და მეტ ხელფასს იღებს.
მიმდინარე წლის ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. 2024 წლის ივნისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.5%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით არის გაზრდილი.
ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 26.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ივნისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.2%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.