გაერო-ს დამკვირვებლები – ხარკოვში ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს

რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც 2 იანვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩამოვარდა, ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები იყო, – ამის შესახებ გაერო-ს სანქციების მონიტორინგის კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უშიშროების საბჭოს კომიტეტს წარუდგინეს.
გაერო-ს დამკვირვებლების 32-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, „რაკეტიდან ამოღებული ნამსხვრევები, რომელიც დაეცა ხარკოვში, ში, 2024 წლის 2 იანვარს, ეკუთვნის ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის რაკეტას“ და ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებულ იარაღის ექსპორტის ემბარგოს არღვევს.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ჩრდილოეთ კორეა სთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღის გადაცემაში დაადანაშაულეს, თუმცა მოსკოვმაც და ფხენიანმაც ბრალდებები უარყვეს. თებერვალში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, -მა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული რაკეტების უკრაინის წინააღმდეგ მინიმუმ ცხრაჯერ გაშვებაში დაადანაშაულა.