“ბუჩას ქუჩებში, ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან” – ზელენსკი

ბუჩას დეოკუპაციის 2 წლისთავზე, უკრაინის პრეზიდენტი დღეს აღნიშნულ დასახლებაში ჩავიდა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან, მემორიალურ დაფასთან ოკუპაციის დროს მოკლული უკრაინელების ხსოვნის პატივი მიაგო:
“ამ ომს გლობალური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ომი ჩვენი სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის და ამავდროულად თითოეული ადამიანის სიცოცხლის უფლებისთვის. ჩვენი ერის ღირსებისთვის და ყველა ერისთვის, რომელიც საკუთარი ბედისკენ ისწრაფვის.
ბუჩას ქუჩებში ოკუპანტების მიერ მოკლული ჩვენი ხალხის ცხედრები იყო მტკიცებულება, რომ მსოფლიოში არავინ უნდა გადგეს ამ ბრძოლისგან იმიტომ, რომ აქ, ში, ჩვენი ხალხის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვით, იმარჯვებს კაცობრიობა.” აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ