„ბუნებრივია, მონაცვლეობა ხდება ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით და არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით“ – სოსო ფხაკაძე

“ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბენზიგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე პირველ კომენტარს „ბიზნესპარტნიორთან“ აკეთებს.
როგორც ცნობილია, იმ ბენზინგასამართი სადგურებიდან ერთ-ერთი, რომელიც „ლაგუნა-ვერეს“ მიმდებარედაა და რომელიც გზის გაფართოების გამო დემონტაჟს დაექვემდებარება, „ვისოლ ჯგუფის“ ბენზინგასამართი სადგურია.
როგორც სოსო ფხაკაძე განმარტავს, ადგილმონაცვლეობა ხდება ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად, ბიზნესის ობიექტური ინტერების გათვალისწინებით და არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.
„ამ ტერიტორიაზე არის „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური. ყველას გვესმის, რომ აქ არის საკმაოდ რთული სატრანსპორტო კვანძი და ამ მონაკვეთზე გზის გაფართოება ქალაქისთვის კარგია. ჩვენ ამაზე თბილისის მერიასთან გარკვეული ხნის წინ გვქონდა მოლაპარაკება, ალტერნატიულ ფართზეც შევთანხმდით. როგორც აღვნიშნე, ქალაქისთვის ეს მნიშვნელოვანი კვანძია და მისი გაფართოება ავტომფლობელებისთვის ძალიან ღირებული იქნება,“-აცხადებს ფხაკაძე.
როგორც ბიზნესმენი განმარტავს, , „ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ახალ ლოკაციაზეც შეთანხმდა.
„მერიისგან მივიღებთ სხვა ლოკაციას, სადაც მოხდება ჩვენ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ბიზნესის განვითარება. ”ვისოლ ჯგუფი” არასოდეს შეუშლის ხელს საზოგადოებრივი მნიშვნელობის სწორი და გონივრული პროექტის განხორციელებას. ასეთი ტიპის შემთხვევებში, ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული არის ის, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს ბიზნესის ობიექტური ინტერესები და დადოს ბიზნესთან სამართლიანი გარიგება, რაც მოხდა კიდეც. შეთანხმების შედეგად, გათვალისწინებულ და დაცული იქნა ორივე მხარის ინტერესი; “ლაგუნასთან“ კი გზა გაფართოვდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და რასაც მივესალმებით. კონკრეტულად სად იქნება ეს ტერიტორია ამაზე დღეს საუბარს აზრი არ აქვს. ადგილმონაცვლეობა ხორციელდება საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით. შეფასება კი მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, “-აცხადებს ფხაკაძე.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე