ბუდუს საგოლე პასი და 8-გოლიანი თრილერი – “კარსლრუემ” და “კიოლნმა” ქულები გაიყვეს

მეორე ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში “კარლსრუე” გასვლაზე “კიოლნს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა.
თამაშის ხარისხისა რა მოგახსენოთ, მატჩი კი ლამაზი სანახავი გამოვიდა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს შეეძლო პირველ ტაიმში გატანა, თუმცა დარტყმისას ბურთი გაზონიდან აუხტა და მარვინ ვანიტცეკზე საგოლე პასი გამოუვიდა.
პირველი ტაიმი “კიოლნის” გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
მეორე ნახევარში “კიოლნი” გააქტიურდა, 52-ე წუთზე იენსენმა ვანიტცეკის საგოლე პასით სხვაობა შეამცირა, 55-ე წუთზე კი თავად 31 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.
ბუდუმ მოედანზე 80 წუთი გაატარა,
მის ნაცვლად კი შეცვლაზე პფაიფერი შევიდა.
“კარლსრუე” 15 ქულით მესამე ადგილზეა და 4 ოქტომბერს “დარმშტადს” უმასპინძლებს.
კიოლნი – კარლსრუე
გოლები: 1:0 ვალდშმიდტი (3), 2:0 დაუნსი (7), 3:0 დაუნსი (15), 3:1 ვანიტცეკი (19), 3:2 ვანიტცეკი (27), 4:2 ლემპერლე (45+2), 4:3 იენსენი (52), 4:4 ვანიტცეკი (55)