ბექა დავითულიანი: მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მიმართ გამაჩნია არის ის, რომ …

ერთადერთი მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მიმართ გამაჩნია არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრება, იმის მანიშნებელია, რომ ის კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს.
„აგერ უკვე სასამართლომაც დაადასტურა, რომ [] არღვევს კონსტიტუციას. აგრძელებს ამ პრაქტიკას, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე აღარ არის და აღარავის გვიკვირს. დაარღვევს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე. არავითარი მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან არაფრის მიმართ არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი რაც გამაჩნია პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოიყენებს არჩევნების დისკრედიტაციისთვის, იმიტომ რომ აპრიორი ახლავე იცის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ