ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პორეჩში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ადრიატიკის თასზე 9 მედალი – 4-4 ოქრო და ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.
ჩემპიონები გახდნენ: ლუკა ჯავახაძე (55 კგ), რატი ხოზრევანიძე (67 კგ), ნიკა ღლონტი (72 კგ) და ლუკა გელაშვილი (82 კგ);
თორნიკე მიქელაძე (77 კგ), ანრი დავითაძე (82 კგ), საბა ფურცელაძე (97 კგ) და საბა ჩილაშვილი (130 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო თამაზ ღლონტი (60 კგ) – ბრინჯაოს.

ასევე დაგაინტერესებთ