ბაიდენი და მაკრონი რუსული აქტივების მოგების უკრაინისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ

9 ივნისს, -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის რუსული გაყინული აქტივების სარგებლით დახმარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას, რუსული აქტივების საკითხი თუ განიხილა მაკრონთან და თუ მიაღწიეს შეთანხმებას, უპასუხა: “დიახ და დიახ”.
G7 და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ გამოიყენონ დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები, რომ ს დიდი წინასწარი სესხი და 2025 წლამდე საკმარისი დაფინანსება გადაეცეს.
გაყინული აქტივების მოგება წელიწადში 2.5-დან 3.5 მილიარდ ევროს უტოლდება, რაზეც ევროკავშირში ამბობენ, რომ ეს თანხები კონტრაქტით რუსეთს არ ეკუთვნის და, შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია.
ს თქმით, მისი გაყინული სახსრებიდან მიღებული მოგების ნებისმიერი მიზნით გადანაწილება ქურდობას უტოლდება.