ბათუმში სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა აჭარის მთავრობის სახლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს

ბათუმში სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა აჭარის მთავრობის სახლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეების თქმით, უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა სასწავლებლის მთავარი კარი ჩაკეტა და სტუდენტებს შენობაში არ უშვებს.
ისმის შეძახილები “შემოგვიშვი”.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა ს ქუჩებში მოაწყვეს შეძახილებით “არა რუსულ კანონს”.

ასევე დაგაინტერესებთ