ბათუმში, სავაჭრო ცენტრში ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ 2024 წლის წლის 6 მაისს ბრალდებულმა ს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გაავრცელა.
შემოწმების შედეგად, სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
უწყებაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ