ბათუმში რაგბის სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ₾21-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში რაგბის ორი ახალი სტადიონის მშენებლობისა და არსებული სტადიონის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერის მიხედვით, კომპანიებს წინადადებების წარდგენა 21-28 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს სავალდებულოა, 2018 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება არანაკლებ 30 000 000 ლარია.
პროექტის განხორციელება 2024-2026 წლებში არის დაგეგმილი.