ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნება

ბათუმში, მზარდი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისთვის, კიდე ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნება.
ახალი ფილიალის მოწყობის მიზნით, იუსტიციის სახლსა და „ ცენტრალს” შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა.
ახალი ფილიალი, რომელიც ბათუმი ცენტრალში განთავსდება, ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისის ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიღების შესაძლებლობას მისცემს.
ახალი ფილიალი ასევე მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
ბათუმის რიგით მეორე იუსტიციის სახლში 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და „ბათუმი ცენტრალის” დირექტორმა, ჯიმშერ ზოიძემ მოაწერეს.
იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა; დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 118 იუსტიციის სახლი და 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.