ახალი ინდური ლოუქოსთერი Air Kerala შიდა ფრენებს მომავალ წელს დაიწყებს

ახალი ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Kerala შიდა ფრენებს მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყებს. ავიაკომპანიამ ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს სერტიფიკატი (no-objection certificate, NOC) უკვე მიიღო.
განმარტებულია, რომ Air Kerala-ს დაფუძნების ინიციატორი იყო Zettfly Aviation, რომლის გამგეობის თავმჯდომარე არის აფი აჰმედი, ტუროპერატორი Smart Travels-ის მფლობელი UAE-ში. ბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მთავარი მიზანია შესთავაზოს იაფი ფრენები კერალასა და სამხრეთ ინდოეთს შორის, ასევე ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ძირითადად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

Air Kerala-ს ფლოტი თავდაპირველად სამი ATR 72-600 თვითმფრინავისაგან იქნება დაკომპლექტებული, ხოლო შემდგომ 20 თვითმფრინავით გაფართოვდება. ავიაკომპანიის დაფინანსება 7,1-დან 11,9 მილიონ დოლარამდე იქნება, შემდეგ ეს თანხა ხუთჯერ გაიზრდება, როდესაც გადამზიდავი მარშრუტების ქსელს საერთაშორისო მიმართულებებს დაამატებს.

როგორც აფი აჰმედმა თქვა, ახალი ავიაკომპანიის უნიკალური უპირატესობა მისი ულტრა დაბალფასიანი მოდელი და პუნქტუალურობა იქნება.

საკონსულტაციო კომპანია Capa India-ს ექსპერტების პროგნოზით, შიდა ტრანსპორტი ინდოეთში ყოველწლიურად 6-8%-ით გაიზრდება, საერთაშორისო ზრდის დინამიკა კი წლიურად 9-11%-ით იქნება.
avianews.ge

ასევე დაგაინტერესებთ