აშშ-მ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Minuteman III გამოცადა (VIDEO)

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კალიფორნიაში მდებარე -ს კოსმოსური ძალების ბაზიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Minuteman III გაუშვა, რომელიც ქობინით არ იყო შეიარაღებული. ეს მიმდინარე კვირაში დაგეგმილი ორი სარაკეტო გაშვებიდან რიგით პირველი გამოცდა იყო.
მოგვიანებით, აშშ-ს საჰაერო ძალების გლობალური დარტყმების სარდლობამ ბალისტიკური რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც გამოცდის ვიდეოც ახლდა თან:
The US carried out a planned test launch of an unarmed Minuteman III intercontinental ballistic missile (ICBM) from Vandenberg Space Force Base on Tuesday, Air Force Global Strike Command announced.

This was the first of two test launches scheduled for this week.… pic.twitter.com/vXOrveYE4j— Status-6 (Military & Conflict News) (@Archer83Able) June 4, 2024
აღნიშნული სატესტო გაშვება რუტინული და პერიოდული აქტივობაა, რომლის მიზანიც აშშ-ს მხრიდან ატომური შეიარაღების შემაკავებელი შესაძლებლობების დემონსტრაციაა, რათა აჩვენოს, რომ აშშ-ს შეიარაღება უსაფრთხო, დაცული, სანდო და ეფექტურია.