აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, უკრაინის დახმარების პაკეტის განხილვა სამუშაო პროცესის განახლებისთანავე დაიწყება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ გაიტანს უკრაინის დახმარების პაკეტს განსახილველად, როგორც კი პალატა შესვენებიდან დაბრუნდება და სამუშაო პროცესს განაახლებს, – ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
ჯონსონის თქმით, ის პაკეტში “მნიშვნელოვან სიახლეებს” მოელის.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ს დახმარება, შესაძლოა, სესხის სახით გაუწიოს. იდეამ პოპულარობა მარტის დასაწყისში მოიპოვა და შესაძლოა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არსებული კონსერვატიული შეშფოთება შეამსუბუქოს.
ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი (REPO for Ukrainians Act), რომელიც -ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს და უკრაინას ს წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს.
“როგორც იცით, REPO-ს კანონპროექტით, თუ შევძლებთ და რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივებით უკრაინელებს მათთან ბრძოლის შესაძლებლობას მივცემთ, ეს უბრალოდ სუფთა პოეზიაა”, – აღნიშნა ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ