აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: საჰაერო დარტყმებით სირიაში მოკლულია 37 ტერორისტი

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (Centcom) 29 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სირიაში განახორციელა ორი საჰაერო თავდასხმა, რომელთა შედეგადაც მოკლულია ათობით ტერორისტი, შეწყვეტილია რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის, “ისლამური სახელმწიფოს” და ალ-ყაიდის სირიელი მოკავშირის, ჰურას ალ-დინის შესაძლებლობები იმოქმედონ -ის და მისი პარტნიორების წინააღმდეგ.
Centcom-ის თანახმად, დარტყმები განხორციელდა 16 და 24 სექტემბერს, და მათ შედეგად ლიკვიდირებულ იქნა 37 ტერორისტი, მათ შორის არაერთი მაღალი რანგის ლიდერი.
განცხადების ფონია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა, ღაზაში ს ომით და ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას შორის ძალადობის მნიშვნელოვანი ესკალაციით. ჰეზბოლას კავშირები აქვს სირიასთანაც და მის მმართველთან, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება