აშშ-ის კონგრესმენების წერილი: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას

კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაიკლ თომას მაკკოლთან ერთად ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მაღალი რანგის წევრები, თომას კინი და უილიმ კიტინგი და სხვა, სულ 25 კონგრესმენი, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას “კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი.“
“გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია,” წერენ კონგრესმენები და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი “ძირეულად ეწინააღმდეგება” საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და -ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს, “თქვენს ქვეყანაში ს ჯარს შემოჭრიდან” რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას.
კონგრესმენები თავიანთ წერილში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას „კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი“ და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია მოცემული.
კონგრესმენების შეფასებით, „ამ კანონპროექტის მიღებით დაითრგუნება საქართველოს ხალხის ნება, რომელიც თავის მომავალს დასავლეთში ეძებს“. აშშ-ის კანონმდებლები ამ წერილში უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა. ისინი საქართველოს პრემიერის ყურადღებას მიაპყრობენ რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონისკენ, რომელსაც ამართლებდნენ „გამჭვირვალობის“ მიზეზით.
ისინი თვლიან, რომ საქართველოში ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს „რუსეთის დამღუპველი გავლენის გაფართოებას.“
კონგრესმენები წერილში ახსენებენ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ს გამოსვლას 29 აპრილს და წერენ, რომ ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე.
კონგრესმენები წერილში გმობენ „ბატონი ივანიშვილის შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.“
კონგრესმენები ირაკლი კობახიძის მისამართით გაგზავნილ წერილში ასევე გამოთქვამენ მზარდ შეშფოთებას კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მთავრობის რეაქციის გამო, მათ იციან აქციების „მონაწილეთა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცების და ცემის შესახებ“.
კონგრესმენებს მოჰყავთ რუსეთის მთავარი პროპაგანდისტის და ფაშისტი იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის განცხადება, რომ „საქართველო სწორ გზას ადგას“ და წერენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ. „საქართველოში ვითარება ცხადია“, წერენ კონგრესმენები, „მთავრობას შეუძლია შეისმინოს ქართველი ხალხის, ან გააგრძელოს ბნელი გზით სვლა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ.
“ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, ამ უკანასკნელი გზის არჩევა აიძულებს აშშ-ს ძირეულად გადახედოს ჩვენი ურთიერთობის ხასიათს“… ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებებს ლახავს, რის შემდეგაც, წერენ ისინი, „მოხარული ვიქნებით მოვაწყოთ პირდაპირი მოლაპარაკება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურებისთვის“.
„იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ იქნება გაწვეული, შევუერთდებით ჩვენს კოლეგებს სენატში და მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას“, – წერენ კონგრესმენები, – „ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო აკრძალვის გაფართოების და მათ მიმართ ფინანსური სანქციების ჩათვლით, ვინც საქართველოს დემოკრატიული განვითარებას ძირი გამოუთხარა“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ