აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – ქართველები და აფხაზები ვართ ერთი ტრადიციის, წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სოხუმის დაცემიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს სახალხო დიპლომატია უნდა მოჰყვეს, რადგან ქართველები და აფხაზები ერთი ტრადიციებისა და წესების მატარებელი ხალხია.
„ჩვენ ვართ, ერთი ტრადიციის, წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველმა და აფხაზმა დებმა და ძმებმა ერთად გავაგრძელოთ სიცოცხლე და არასოდეს დავდგეთ ამ ფაქტის წინაშე, სადაც ახლა ვდგავართ. ამისთვის „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ ერთი სახელი და გვარიც არ მიემატოს ამ კედელს“,- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს