არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიების დაწყების აუცილებლობას ეხება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც “ხალხის ძალის” განცხადებაშია ნათქვამი, “ზურაბიშვილმა სააკაშვილი მხოლოდ იმავე ძალის დავალებით შეიძლება შეიწყალოს, რომელმაც 2008 წელს სააკაშვილს ომის დაწყება დაავალა”. ანალიტიკოსის შეფასებით, თუ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ქვეყნის ღალატი იქნება.
“არ ისვენებს გლობალური ომის პარტია, მუდმივი არეულობა სურთ საქართველოში, რომ სუვერენული ქვეყნის მართვა გაუადვილდეთ. მოღალატე სააკაშვილმა გარედან დავალებით დაიწყო აგვისტოს ომი და მეტად დაგვაშორა აფხაზ და ოს თანამემამულეებს. თუმცა, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი.
თუ ფორმალურმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც ფარისევლურად “ქადაგებს” დეპოლარიზაციაზე, ავაზაკი სააკაშვილი შეიწყალა, ეს იქნება საქართველოს ღალატი. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას!” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე