არჩევნებში 19 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის სთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. ში პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო გაერთიანებამ წარადგინა:
· „საქართველო“
· „გახარია საქართველოსთვის“
· „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
· საქართველოს ლეიბორისტული პარტია
· საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
· „მემარცხენე ალიანსი“
· თავისუფალი საქართველო
· ტრიბუნა
· „შეცვალე საქართველო“
· „ჩვენ“
· ქართველ ერთობა
· „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
· „გირჩი“
· „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
· ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!
· „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
· „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
· “ევროპელი დემოკრატები”
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ 27 საარჩევნო გაერთიანება იყო რეგისტრირებული. მათგან სამ პარტიას („ – ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განაცხადის საფუძველზე გაუუქმდა.
აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, 10 სექტემბერს შევიდა ძალაში. აღნიშნული წესით პარტიული სია ოთხმა პარტიამ წარადგინა.
· ცნობილია, უცხოეთის რომელ ქალაქებში იხსნება საარჩევნო უბნები – სია
· კითხვები ემიგრანტების რაოდენობაზე საარჩევნო სიაში და უწყებების განმარტებები
· “ოცნების” მსგავსად ორბანიც ომის კარტს ათამაშებდა უნგრეთში, თუმცა, ერთი განსხვავებით