არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტია “თავისუფლება” უსწრებს მმართველ კონსერვატორებს

ავსტრიაში 29 სექტემბერს გამართული საყოველთაო ს წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია “მშვიდობა” უსწრებს მმართველ კონსერვატორებს და შესაძლოა პირველად მოიპოვოს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-სთვის ჩატარებული კვლევით, ნაწილობრივ დათვლილ ხმებზე დაყრდნობით “თავისუფლებამ” მოიპოვა ხმების 29.1 პროცენტი, კანცლერ კარლ ნეჰამერის “ავსტრიის სახალხო პარტიამ” – 26.2 პროცენტი. მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატები ამ მონაცემებით მესამე ადგილზე გადიან, ხმათა 20.4 პროცენტით.
ჰერბერტ კიკლს – ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიტიკური კამპანიების ვეტერან სტრატეგიკოსს, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს პარტიას “თავისუფლება” – სურს პრემიერ-მინისტრი გახდეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პირველი არჩევნებით, რომელშიც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე ძალა გაიმარჯვებს. მაგრამ საიმისოდ, რომ ავსტრიის ახალი ლიდერი გახდეს, მას კოალიციური პარტნიორი დაჭირდება უმრავლესობის შესაქმნელად პარლამენტის ქვედა პალატაში – მისი მეტოქეები კი აცხადებენ, რომ კიკლთან არ იმუშავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება