„არომაპროდუქტი“ ქვეყანაში გაყიდვების გაზრდას გეგმავს – სად იყიდება Geogria’s Natural-ის წვენები?

კომპანია „არომაპროდუქტი“, რომელიც ხილის ნატურალურ წვენებს Georgia’s Natural-ის ბრენდით აწარმოებს, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალის გაფართოებასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ორგანული შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ნოზაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ყოველწლიურად მზარდია. ასევე მზარდია კომპანიაში ექსპორტის წილიც, რომელიც 95%-მდეა.
„ბაზრის დივერსიფიკაციისთვის, პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს 40 ქვეყანაში ხდება, საიდანაც ძირითადი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამომავლოდ წარმოების გაფართოება, ასორტიმენტის დამატება და ახალი ბაზრების მოძიება იგეგმება. ასევე, ორგანული მიმართულებით, ახალი სტანდარტების დანერგვას ვაპირებთ, რაც კომპანიას ახალ ბაზრებზე წვდომის საშუალებას მისცემს.