“არდაპატიჟებისთვის დაპატიჟებული” – რას ამბობს “ოცნება” ბაიდენის მოსაწვევის გაუქმებაზე

„ქართული ოცნების” ლიდერები სოციალურ ქსელებში და მედიასთან საუბარში ეხმაურებიან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.
თეთრმა სახლმა უკან გაიწვია საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი გაგზავნილი მოსაწვევი გაეროს გენერალული ასამბლეის ფარგლებში -ის პრეზიდენტის სახელით გამართულ ყოველწლიურ მიღებაზე, რომელზეც მსოფლიოს ლიდერები არიან დაპატიჟებული. მიღება ჯო და ჯილ ბაიდენის სახელით დღეს, 25 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ მიწვევის გაუქმება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. თუმცა საკითხს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თავად .
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსაწვევის გაუქმებას “არასერიოზული” უწოდა.
„ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა რომ “ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის”, რომ, “რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს”.
ამასთან პაპუაშვილის თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია, საქართველოს წლებია სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს და შეეძლოთ “სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან”.
“სულ მცირე, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ეს სათანადოდ ვერ გავუზიარეთ“, – თქვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მოსაწვევისა და ორმხრივი შეხვედრების გაუქმება და მიზეზებიც დაასახელა. “ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ“ – წერია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას შეკითხვის პასუხად გამოუგზავნა.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ს “შედეგიან და გონივრულ სვლად” არ მიაჩნია „ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის”.
მდინარაძე მოელის, რომ საკითხს გაგრძელებაც ექნება.
“სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში!
გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა! ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ”, – დაწერა მდინარაძემ.
თბილისის მერისთვის “ქართულ ოცნების” გენერალური მდივნისთვის, კახა კალაძისთვის “მოულოდნელი არაფერი ყოფილა”, თუმვა ამბობს, რომ მისთვის გასაკვირია “ჯერ მოწვევა და შემდგომ გაუქმება”. კალაძისთვის მომხდარს აქვს მარტივი ახსნა “საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხის ეროვნული ინტერესები და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ”.
მმართველი პარტიის ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი და სხვები დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების კრიტიკას მოსალოდნელ არჩვენებში ჩარევად აფასებენ, ამასთან კობახიძე შანტაჟს უწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციიდან გამოსულ ინფორმაციას ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ს წინააღმდეგ მომზადებული საქნციათა პაკეტის შესახებ.
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ “უცხოეთის აგენტების” კანონი მიიღო. აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო.
“რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში. აშშ-მა გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული, – ასე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი , გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მიწვევის გაუქმებას.
„გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი რომ ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული”, – თქვა გია ვოლსკიმ. მისივე თქმი ეს “არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა ს ფედერაციის საოკუპაციო ჯარი”.
საქართველოს-აშშ-ის ურთიერთობები და ორივე მხრიდან გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამწვავდა.
18 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა პოლიციის ორი მაღალჩინოსნის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს და მას უწოდა “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ მიმართული”. დაამატა, რომ ამ ნაბიჯის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრისასაც და “მკაფიოდ დააფიქსირა”, რომ, “თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით”.
16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ კიდევ 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.

ასევე დაგაინტერესებთ