“არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ…” – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა:
უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია დასანქცირების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის მეორე მოსმენაზეც დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს. ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის ს და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს, რუსულ ხელისუფლებას და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არცერთი პარტნიორი არ ყავს დასავლეთში, მათი მეგობრები არიან პესკოვი, ლავროვი, პუტინი ა.შ. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ