ანა კობახიძე – ცესკოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასის რაოდენობების დადგენა დისკრიმინაციულია და კომისიის წევრებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს – სასამართლოსგან ვითხოვთ გაუქმდეს ცესკოს ეს განკარგულება

ცენტრალური საარჩევნოს კომისიის წევრის, ანა კობახიძის განცხადებით, ს დადგენილება, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასების ოდენობას ეხება, დისკრიმინაციულია და კომისიის წევრებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
ანა მ, საარჩევნო კომისიის წევრთა ხელფასების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა და კომისიის წევრთა ხელფასთა გათანაბრებას ითხოვს.
„27 აგვისტოს სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც დაადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასის ოდენობა.
აღნიშნული განკარგულებით კომისიის წევრებს, რომლებიც არჩეულია ოლქის მიერ და კომისიის წევრები, რომლებიც დანიშნულია პარტიის მიერ არათანაბარი ხელფასი ექნებათ, კერძოდ პარტიის მიერ დანიშნული ოლქის წევრების ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ოლქის მიერ არჩეულების.
აღნიშნული განკარგულება დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კომისიის წევრებს, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები ერთნაირია საარჩევნო პროცესშიც და ს დღესაც.
დღეს სასამართლოში შეტანილი სარჩელით ვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული განკარგულება და დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიის წევრებს შორის ხელფასების გათანაბრება”, – განაცხადა კობახიძემ.