რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა სახელმწიფო დუმის სხდომაზე განაცხადა:
„ამერიკაში სურთ, რომ პრეზიდენტად პუტინი ჰყავდეთ. მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს! მათ კი ბაიდენი ჰყავთ. ხედავთ, სასჯელი მათთვის”, – განაცხადა ვოლოდინმა.
ვოლოდინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა დააფასონ, რომ „პუტინმა საჯაროობის, შეჯიბრის, კონკურენციის გარემო შექმნა“, საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და მხოლოდ პუტინს მისცენ ხმა.