ალეკო ელისაშვილი – სასამართლოში თუნდაც 5 მოსამართლე რომ აღმოჩნდა, რომელიც ქედს არ უხრის მურუსიძეს და დანარჩენებივით არ ემორჩილება, ძალიან მომწონს, თუმცა „ვეტინგის“ იდეა არასერიოზულად მიმაჩნია

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების, „ვეტინგის“ იდეას არ ემხრობა, თუმცა მოსწონს, რომ სასამართლოში აღმოჩნდნენ ადამიანები, „ვინც მურუსიძეს ქედს არ უხრიან“.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს 5 მოსამართლის მიერ „ვეტინგის“ იდეის გაზიარების კომენტირებისას განუცხადა, „ვეტინგის“ იდეა არასერიოზულია და მხოლოდ და მხოლოდ ნებაა საჭირო, რომ სასამართლო თავისუფალი იყოს.
„სასამართლოში თუნდაც 5 მოსამართლე რომ აღმოჩნდა და რომ არიან ადამიანები, რომლებიც ქედს არ უხრიან მურუსიძეს, მის გავლენებს და არ ემორჩილებიან დანარჩენებივით, ეს ძალიან მომწონს და მომწონს მათი მზაობაც, თუმცა თვითონ „ვეტინგის“ იდეა არ მომწონს, რომელიც არასერიოზულ რამედ მიმაჩნია. ჩვენ თუ სასამართლოში რეფორმის გატარება გვინდა, სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ სჭირდება – ნება, რომ სასამართლო გახდეს თავისუფალი. ვეტინგი-ბეტინგი და მსგავი რაღაცები, ჩემი აზრით, ყურით მოთრეული ამბებია, რაც არ არის ნორმალური და ამაზე დროს არ უნდა ვკარგავდეთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ