აზერბაიჯანში ცემენტის წარმოება გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში 890.7 ტონა ცემენტი დამზადდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
2023 წლის იანვარ-მარტში დამზადდა 705 ტონა (185.7 ტონით ნაკლები) ცემენტი.
2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მზა პროდუქციის მარაგმა შეადგინა 88 ტონა, რაც 1.3 ტონით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ.
2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მზა პროდუქციის მარაგმა 89.3 ტონა შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ