ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება – დეტალები

ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება, – ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა.
შემუშავდა და განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც გაადვილდება და გაუმჯობესდება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებისა და მანქანების რეგისტრაციის პროცესი.
ცვლილებების მიხედვით, გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა, როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში და კიდევ 2 ახალი ქვეყანაში – ისრაელსა და ჩინეთში.
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვები იყო შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით, ასეთია:
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, სამხრეთ კორეა, თურქეთის რესპუბლიკა, კანადა, ჩილე, ავსტრალიის თანამეგობრობა, ს ფედერაცია, სინგაპურის რესპუბლიკა არაბთა გაერთიანებული საამიროები, და ჩინეთი.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ქვეყნებში სრულად დანერგილია ევრო 5 სტანდარტის ტოლფასი მოთხოვნები. შესაბამისად, დაინტერესებულ ავტოიმპორტიორებს აღარ დასჭირდებათ სამინისტროს დასკვნა 1 წელზე მეტი ასაკის და სათანადო წელს გამოშვებული, ჩინეთიდან და ისრაელიდან ექსპორტირებული ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციისთვის.
„გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში, ასევე ახლად დამატებულ 2 ქვეყანაში – ისრაელსა და ჩინეთში. კერძოდ, ასეთი 1 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტიორს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს დასკვნის ასაღებად, შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი. დოკუმენტაციური ჩამონათვალი ასევე გაიზარდა -ში ან აშშ-ს ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვისაც“, – ნათქვამია გავრცელებუილ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ