ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზეთ Heute-ს განუცხადა.
ავსტრიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 სტატიის შესაბამისად აღნიშნული თანამშრომლები “არასასურველ პირებად” გამოცხადდნენ. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ.
ცნობისთვის, აქამდე ავსტრიულ მედიაში ცნობები ვრცელდებოდა, რომ რუსეთს თავისი დიპლომატების სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენება შეუძლია.
კერძოდ, ავრსტიული გაზეთი Falter აღნიშნავდა, ს საელჩოში აკრედიტებული 23 დიპლომატი ბოლო წლების განმავლობაში სადაზვერვო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ასევე, მათი ცნობით, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნაისლი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, მათ უნდა დახმარებოდა ინფორმაციის მიღებაში იმ უწყებიდან, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდა.
გამოცემა Die Presse-სთვის მიცემულ კომენტარში, ავსტრიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ კნაისლის მონაწილეობით გეგმა “დაგეგმარების სტადიას” არ გაცდენილა.

ასევე დაგაინტერესებთ