ავსტრიამ კიდევ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ვენაში ს საელჩოს ორი თანამშრომელი. მათ ავსტრია 19 მარტამდე უნდა დატოვონ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ამ პირთა ქმედებები, რომლებიც შეუთავსებელია დიპლომატის სტატუსთან. ეს ფორმულირება, როგორც წესი, გამოიყენება სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედების შემთხვევაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავსტრიის გადაწყვეტილებას საპასუხო ზომები მოჰყვება.
2023 წლის თებერვალში, სტატუსთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ავსტრიიდან გააძევეს ოთხი რუსი დიპლომატი. კიდევ ოთხს ქვეყანა დაატოვებინეს 2022 წლის აპრილში, როცა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კოორდინირებულად გადაწყვიტეს რუსი დიპლომატების გაძევება, რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივად დახოცვის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება