აგრომეურნეობა “ოდაში” ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს – როგორია მეურნეობის გეგმები?

ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარე საოჯახო აგრომეურნეობა „ოდაში“ 4 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. როგორც აგრომეურნეობის დამფუძნებელი, სალომე კალანდაძე BM.GE-სთან აცხადებს, მეურნეობის განვითარების მიზნით, წარმოებაში ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავენ, რათა ადამიანური რესურსების მაქსიმალური დაზოგვა მოხდეს.