„აგერ უკვე სასამართლომაც დაადასტურა, რომ ის არღვევს კონსტიტუციას“ – დავითულიანი ზურაბიშვილზე

“ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, პრეზიდენტი მიუნხენში გამგზავრებით კონსტიტუციის დარღვევის პრაქტიკას აგრძელებს.
დავითულიანის თქმით, ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს, შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას და მათი შტაბის არაფორმალური უფროსი გახდება.
„აგერ უკვე სასამართლომაც დაადასტურა, რომ ის არღვევს კონსტიტუციას. აგრძელებს ამ პრაქტიკას, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე აღარ არის და აღარავის გვიკვირს. დაარღვევს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე. არავითარი მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან არაფრის მიმართ არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი რაც გამაჩნია პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოიყენებს არჩევნების დისკრედიტაციისთვის, იმიტომ რომ აპრიორი ახლავე იცის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს“, – განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა. ამ კონფერენციის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული, თუ ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები და სპიკერები, შესაბამისად, ჯერ არ არის ცნობილი გამოვა თუ არა სიტყვით .
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, “პირველებს” უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ნებართვისთვის ახალი პრემიერისთვის არ მიუმართავს.
იგივე კითხვა დასვა “პირველებმა” მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა ოფიციალურ პასუხს ამ დრომდე ელოდება.
პრეზიდენტმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან მოწვევა ოფიციალურად მიიღო.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ