აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ცემა-ტყეპა გველის – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონპროექტს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 1 წლის შემდეგ კვლავ დააინიცირა.
“ერთხელ ხომ აწვალეს და კინაღამ ამობრუნდა ეს ქვეყანა. არ უნდა გავიდეს კანონი. ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალეა. აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ცემა-ტყეპა გველის”- განაცხადა ელისაშვილმა 3 აპრილს, პარლამენტში.
შეგახსენებთ, 3 აპრილს, მ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” უბრუნდება კანონპროექტს, რაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.
აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში იქნა ინიცირებული, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირების შემდეგ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე