დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადებები საჭირო არ არის და ისრაელი უნდა აიძულონ, დაეთანხმოს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გეგმას, რომელიც „ჰამასმა“ უკვე მიიღო.
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმებას შლის, დაჟინებით აცხადებს რა, რომ ისრაელი ფილადელფის დერეფანს არ დატოვებს.
„ნუ გაებმებით ნეთანიაჰუს ხაფანგში ხაფანგში, ის იყენებს მოლაპარაკებებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის გასახანგრძლივებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ძალიან ახლოსაა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებიის გათავისუფლების შესახებ შეთანხმების საბოლოო წინადადების წარდგენასთან, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის არსებული ჩიხის გარღვევას.