ჰამასის ლიდერმა ახალი “ინტიფადა” დააანონსა

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, პალესტინის ჰამასის მოძრაობის ლიდერმა, ისმაილ ჰანიეიმ ახალი არაბული “ინტიფადა” დააანონსა.

მან, პარასკევი “რისხვის”  და  ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების დღედ გამოაცხადა – ლოზუნგით:  “თავისუფლება იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროს”.

ჰანიეიმ განაცხადა, რომ ქალაქი სრულიად პალესტინის ერთიან დედაქალაქად დარჩება.

ჰამასის ლიდერმა არაბულ ქვეყნებს  ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამი ამ გადაწყვეტილების გამო, ინანებს.

ცნობისათვის, ღაზას ქუჩებში მოეწყო დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორები სხვადასხვა ფრაქცია და სამხედრო დაჯგუფება იყო. პროტესტანტებმა ისრაელის და აშშ-ს დროშები დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა საგანგებო განცხადებაში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
(პირველი ინტიფადა პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის 1987-დან 1993 წლამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების სერიაზე მიუთითებს.
ამ მოვლენათა სერიას ხშირად ასევე „ქვათა ომს“ უწოდებენ.
მეორე ინტიფადა, აგრეთვე ცნობილია როგორც “ალ-აქსა ინტიფადა”, რომელიც  2000-იდან 2005-ის დასაწყისის ჩათვლით გრძელდებოდა.)