ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დასრულებამდე ჯერ შორს არის. კიდევ რამდენიმე საკითხია. ვფიქრობ, ჩვენ შანსი გვაქვს“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში გაემგზავრება.