ჯანელიძე: პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში დიდხანს ყოფნას

ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.

„ურთულესი 40 წელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სწორედ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი სულიერი წინამძღვრობით ჩვენ შევძელით და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო , რომ დღეს ფეხზე დგას.  ჩვენ ვძლიერდებით,  ჩვენ  აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, სწორედ რომ იმ ქადაგებით და იმ ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქიდან აქვს ჩვენს ქვეყანას.

მე ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში ყოფნას” -განუცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.

მიხეილ ჯანელიძე დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვას პრემიერმინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

">