„ხელისუფლებას კრიტიკულ აზრთან შეგუება უჭირს“

ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსა და ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტის დანიშნულებაზე კომენტარი პარლამენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა.  ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლებას კრიტიკულ აზრთან შეგუება უჭირს.

„ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმ გამოვლენას, როდესაც ხელისუფლებას უჭირს შეეგუოს განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს. ეს ეხება არა მარტო ასეთ გამოვლენას არასამთავრობო სექტორის მიმართ, არამედ განსაკუთრებით სახალხო დამცველის მიმართ, რომლის პირდაპირი, კანონისმიერი დანიშნულებაა, რომ კრიტიკულად და ეჭვით იყოს განწყობილი ხელისუფლების მიმართ.

აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რომელიც ხორციელდებოდა უჩა ნანუაშვილზე, ბუნებრივია მიუღებელი იყო, ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა, ვნახავთ, შემდეგი სახალხო დამცველი რამდენად იქნება ასეთი კრიტიკის ობიექტი და რამდენად მედგრად დაუდგება მსგავს დამოკიდებულებას.“,-განაცხადა დოლიძემ.

">