ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  პირი ბრალს არ აღიარებს

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  პირი ბრალს არ აღიარებს. ბრალდებულის ადვოკატ დავით ცინცქილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ მოკლულთან ნაცნობობა აკავშირებდა. ადვოკატის თქმით, დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

„მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს მსგავს შემთხვევასთან კავშირს, ის მართალია ადასტურებს, რომ იცნობდა გარდაცვლილს, თუმცა დიდი ხნის წინ. ის არ უნახავს, მასთან დაკავშირებით არაფერი იცის“,-განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით).

 

">