ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებამ გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავეთ აღიარა .

ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება UWW-მ პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ დაასახელა.

გენო პეტრიაშვილს გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $)  ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს დაჯილდოვების ცერემონიაზე გადასცა.

გორელი ფალავანი 2016 წელს კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

">