წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

წმინდა სინოდის სხდომა დღეს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. საპატრიარქოს მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი „ციანიდის საქმის“ განხლივას დღევანდელ სხდომაზე გამორიცხავს.

„ინფორმაციები არ მაქვს საკითხებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ციანიდის საკითხი ამ სხდომაზე არ იქნება განხილული. ვერ გეტყვით, რომ სხდომა მოულოდნელად იყო ჩანიშნული, ეს არის წლის ბოლოსთვის დამახასიათებელი სინოდის სხდომა“,-განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

წმინდა სინოდის სხდომა 2017 წლის 9 მარტსაც გაიმართა, სადაც ერთ-ერთ საკითხად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილეს.

">