წინა ხაზზე სტუდენტები – 8 უმაღლესი სასაწავლებლის წარმომადგენლები

წინა ხაზზე სტუდენტები დგანან. 8 უმაღლესი სასაწავლებლის წარმომადგენლები მარშით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. არა რუსულ კანონს – კი ევროპას – ამ სლოგანით სტუდენტები მესამე დღეა ქუჩაში დგანან.
აქციას ესწრებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც, დარბევის პრევენციისთვის, პირველადი დახმარების ინვენტარი აქვთ წამოღებული, რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიონ ხალხს.
ამბობენ, რომ სტუდენტები აუდიტორიებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებიან, როდესაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე აღარ დაემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)